Მადლობას გიხდით განაცხადის გაკეთებისთვის!
Თქვენი შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა!
Გახდი კლიენტი


კომპანია “ESB GROUP”
უმაღლესი დონის მომსახურება

მომსახურება

გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემები

კვამლის გაწოვა

ხანძრის ქრობა

შენობების მართვის სისტემა

.უსაფრთხოების სისტემები

IT და ტელეკომუნიკაციები

გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სისტემას, რომელიც ახორციელებს შენობაში ადამიანების კომფორტულ ყოფნას და უზრუნველყოფს ფართებში საჭირო მიკროკლიმატს. გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების ინტეგრაციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს დანადგარების ან მოწყობილობების სწორი შერჩევა და ჰაერის ნაკადების გაანგარიშება, ასევე დანადგარების ან მოწყობილობების მონტაჟი და ექსპლუატაცია. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ და განვახორციელოთ მომსახურების სრული კომპლექსი, რაც საშუალებას მოგცემთ თვალყური ადევნოთ ინსტალაციის პროცესს და დარწმუნდეთ შესრულებული სამუშაოს ხარისხში.
კვამლის გამწოვი სისტემა - უზრუნველყოფს კვამლის, წვის პროდუქტების გაწოვას ხანძრის შემთხვევაში ან/და წარმოებაში მუშაობის დროს წარმოქმნილი აირისებრი საშიში ნივთიერებების გაწოვას, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ ადამიანის ჯანმრთელობისათვის. კვამლის გამწოვი სისტემის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ადამიანების შენობებიდან უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა, შენობების, საევაკუაციო დერეფნების და კიბის უჯრედების კვამლისაგან გაწოვა, რადგან ხანძრის დროს ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს არა ცეცხლი, არამედ სწორედ კვამლი. კომპანია განახორციელებს კვამლის გამწოვი სისტემის ხარისხიან მონტაჟს, რომელიც შესაძლებელს გახდის წვის ყველა პროდუქტის და აირისებრი ნივთიერებების გაწოვას და დაიცავს ადამიანების ჯანმრთელობას.
ხანძრის ქრობა - შენობაში ხანძრის გაჩენის შემთხვევაში მთავარ ამოცანას წარმოადგენს აალების წყაროს სწრაფად ჩაქრობა, ზიანის მინიმუმამდე დასაყვანად. შერჩეული აღჭურვილობა და სამონტაჟო სამუშაოების ხარისხი წარმოადგენენ სისტემის სწორი მუშაობის და ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ზიანის შემცირების ძირითად ფაქტორებს. ჩვენი კომპანიის მიერ შესრულებული ხანძრის ჩაქრობის სისტემის ინტეგრირების სამუშაოები უზრუნველყოფენ ქონების მინიმალურ დაზიანებას.
BMS - შენობის მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შენობაში მიმდინარე პროცესების კონტროლის და ავტომატიზაციის საშუელაბას ამავდროულად და მოვლენებისა მდგომარეობის და გაუმართაობის შესახებ ინფორმირებას და პერსონალის შეტყობინების გაფრთხილების საშუელაბას. ჩვენი კომპანია გთავაზობთ შენობის მართვის სისტემების დანერგვის მომსახურებას, რომელიც დაფუძნებული იქნება თქვენი უპირატესობების და ყველა სურვილის გათვალისწინებით. სისტემების ინტეგრაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც არსებული დანადგარების საფუძველზე, ასევე თქვენი მოთხოვნების საფუძველზე, სისტემის შემადგენელი კომპონენტების სრული შერჩევით.
პროფესიონალების გუნდი განახორციელებს უსაფრთხოების სისტემების მონტაჟს, ინტეგრირებას და სერვის -მომსახურებას ნებისმიერი მასშტაბის ორგანიზაციისთვის. ჩვენი კომპანია გთავაზობთ საუკეთესო გადაწყვეტილებებს შენობებისა და სხვადასხვა დანიშნულების ფართების, სასაწყობე კომპლექსების, ლოჯისტიკური ცენტრების, სავაჭრო ცენტრების, სამრეწველო ობიექტების, აგრეთვე ცალკეული ოფისების, სახლების ან ბინების საინჟინრო და ტექნიკური უსაფრთხოების საშუალებების უზრუნველსაყოფად. კონფიდენციალურობის დაცვით, ჩვენ ვაპროექტებთ და ვამონტაჟებთ სისტემებს, რომლებიც გახდება თქვენი ბიზნესის ეფექტურობისა და უსაფრთხოების საიმედო გარანტი.
კომპანია ESB Group ახორციელებს სტრუქტურირებული საკაბელო სისტემების (SCS) და ნებისმიერი სირთულის სატელეკომუნიკაციო სისტემების პროექტირებას და მონტაჟს. სტრუქტურირებული საკაბელო სისტემა (SCS) წარმოადგენს საფუძველს, რომელზედაც იქმნება საწარმოს მართვისა და საინფორმაციო კომპლექსის ძირითადი კომპონენტები. სტრუქტურირებული საკაბელო სისტემა (SCS) ახდენს საწარმოს ერთიანი საინფორმაციო სივრცის ორგანიზებას, ქმნის კომპიუტერული ქსელების, საკომუნიკაციო სისტემების აგების, ინტერნეტ რესურსების, შენობის საინჟინრო სისტემების გამოყენების საფუძველს, ისეთების, როგორებიცაა IP - ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა, წვდომის კონტროლისა და მართვის სისტემები, სახანძრო სიგნალიზაცია.

პროექტები

შპს „CBD Development“ (ისტ ფოინტი) VRF ვენტილაციის და კონდიცირების სისტემის მონტაჟი, სახანძრო ფარების და სპრინკლერების მონტაჟი. ეკრანის გაგრილების სისტემის მონტაჟი მთავარი შენობის კედელზე (Focus Mokus). გაგრილების და ვენტილაციის სისტემის მონტაჟი „ისთ ფოინთი"-ს სატრანსფორმატორო ოთახებში და გენერატორებში.
  • ობიექტის ფართი:5000 m2
Სარეკომენდაციო წერილი Განაცხადის გაკეთება
შპს „ევოლუშენ ჯორჯია“ სათადარიგო ნაწილების მიწოდება, აგრეგატების შეკეთება, სახანძრო სისტემის ჩართვა, D შენობაში გენერატორებზე კვამლის გამწოვების მონტაჟი, A შენობისთვის ფენ-კოილების მიწოდება, AHU აგრეგატებისთვის ფილტრების მიწოდება. ცივი მომარაგების მაგისტრალის იზოლაცია.
  • ობიექტის ფართი:8500 m2
Სარეკომენდაციო წერილი Განაცხადის გაკეთება
შპს "PSP ფარმა" საწყობის სავენტილაციო სისტემის მონტაჟი.
  • ობიექტის ფართი:1145 m2
Სარეკომენდაციო წერილი Განაცხადის გაკეთება
ООО «GM Pharma» GM Pharma-ს ფარმაცევტულ რეგიონალურ საწყობში ვენტილაციის სისტემის მონტაჟი შესაბამისი სტანდარტებით.
  • ობიექტის ფართი:7800 m2
Სარეკომენდაციო წერილი Განაცხადის გაკეთება
შპს „ინექს გრუპი“ ისანში სატრანსპორტო კომპანიის სათაო ოფისში ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების მონტაჟი.
  • ობიექტის ფართი:500 m2
Სარეკომენდაციო წერილი Განაცხადის გაკეთება
შპს „გიუაანი“ ვენტილაციის და კონდიცირების სისტემის მონტაჟი ღვინის ქარხანაში GIUAANI MANAVI. VRF სისტემის მონტაჟი სასტუმროში და GIUAANI ქარხნის ტერიტორიაზე. სავაჭრო ცენტრი "სავარძელი" - ვენტილაციის და კონდიცირების სისტემის მონტაჟი 6 სართულზე.
  • ობიექტის ფართი:900 m2
Სარეკომენდაციო წერილი Განაცხადის გაკეთება
„Kerama Marazzi“ ვენტილაციის და კონდიცირების სისტემის მონტაჟი.
  • ობიექტის ფართი:2000 m2
Განაცხადის გაკეთება
შპს „ამამია“ სავენტილაციო და კონდიცირების სისტემების მონტაჟი მაღაზიათა ქსელებში: AMAMIA, PERSPECTIVE, IARGIJI და ასევე სამკერვალო ფაბრიკაში AMAMIA.
  • ობიექტის ფართი:1900 m2
Განაცხადის გაკეთება
შპს „ელიავა ბიოპრეპარატები“ ვენტილაციის და კონდიცირების სისტემების მონტაჟი ორ კორპუსში. გათბობის სისტემების მონტაჟი. ვენტილაციის სისტემა შეესაბამება GMP ფარმაცევტულ სტანდარტებს.
  • ობიექტის ფართი:1100 m2
Სარეკომენდაციო წერილი Განაცხადის გაკეთება

კომპანია ESB Group

ბაზარზე
საქმიანობს 9 წელი
მრავალწლიანი გამოცდილება და კარგი რეპუტაცია B2B ჩვენ ვამყარებთ საიმედო პარტნიორულ ურთიერთობებს კომერციულ ობიექტებთან.

კომპანია ESB Group

კომპანია დაფუძნდა 2014 წელს, შენობების სახანძრო სისტემების, ვენტილაციის, ჰაერის კონდიცირების და აგრეთვე გათბობისა და წყალსადენი სისტემების სფეროში მდიდარი სამუშაო გამოცდილების მქონე პროფესიონალების მიერ. ჩვენი გუნდი შედგება კვალიფიციური სამონტაჟო ბრიგადებისგან და კარგად მომზადებული მომსახურე პერსონალისგან.
თანამედროვე მაღალი ხარისხის აღჭურვილობა საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ თქვენი იდეები ნებისმიერი სირთულის პროექტებში. ჩვენმა საექსპერტო გამოცდილებამ და მაღალმა სტანდარტებმა საშუალება მოგვცა შეგვექმნა საიმედო პარტნიორული ურთიერთობები უმსხვილეს კომერციულ ობიექტებთან საქართველოს მთელი მასშტაბით. „ESB Group“ წარმოადგენს პატიოსან, მოქნილ, ინოვაციურ და სანდო პარტნიორს, რომელიც შეასრულებს ყველაზე რთულ და არასტანდარტულ ამოცანებს.

უპირატესობები

გარანტია ჩვენ უმწიკვლოდ ვასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს, კლიენტის მოთხოვნილებების გულდასმით გათვალისწინების გარანტირებით.
საექსპერტო გამოცდილება ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებების დანერგვით, დამკვეთის ინფრასტრუქტურა დგება ეფექტურობის უფრო მაღალ დონეზე.
მხარდაჭერა ჩვენ ჩვენი კლიენტების გვერდით ვართ თანამშრომლობის ყველა ეტაპზე, ინჟინერის უფასო გასვლა და აუდიტის ჩატარება, ვადების მკაცრი დაცვა.
პარტნიორები

ESB Group-მა წარმოაჩინა საკუთარი თავი, როგორც ზედმიწევნით ორგანიზებულმა კომპანიამ, სრული საინფორმაციო გამჭვირვალობით და დასმული ამოცანებისადმი კომპლექსური მიდგომით, რომელიც მიმართულია ორმხრივ გრძელვადიან თანამშრომლობაზე.

ჩვენ ვაფასებთ თითოეულ ჩვენს კლიენტს და მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს თანამშრომლობისათვის და ნდობისთვის .